მობ: +995 555693699

                                                                       მონაცემების დაცვა

ჩვენი კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე გთავაზობთ პერსონალური მონაცემებისა და კომპიუტერეული მონაცემების დაცვას. მომსახურების ფასია 90  ლარი ორგანიზაციებისთვის ხოლო 60 ლარი კერძო პირებისთვის. ქვემოთ კი განვიხილავთ მონაცემების მოპარვის საფრთხეებს და თაღლითობის საფრთხეებს. მსოფლიო საზოგადოება სულ უფრო და უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ციფრულ სამყაროზე. ასეთი ცვლილებების ფონზე, ტექნოლოგიური განვითარების ტემპი და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ფორმები თითოეულ ჩვენგანზე ყოველდღიურად ახდენს გავლენას სხვადასხვა სახით. ცოტა ხნის წინათ გადაიხედა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სამართლებრივი ჩარჩო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.ევროპა მსოფლიოში მონაცემთა დაცვის წინა ხაზზე დგას. ევროკავშირის მონაცემთა დაცვის სტანდარტები ეფუძნება ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციას, ევროკავშირის ინსტრუმენტებს - მათ შორის, მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციასა და მონაცემთა დაცვის დირექტივას პოლიციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ორგანოებისათვის - ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება ზოგადად კრძალავს ჩარევას და ექვემდებარება საჯარო ინტერესის გარკვეულ კრიტერიუმებს, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ამართლებს ჩარევას. პერსონალურ მონაცემთა დაცვა თანამედროვე და აქტუალურ უფლებად მიიჩნევა, რომელიც ქმნის კონტროლისა და დაბალანსების სისტემას პიროვნების დასაცავად პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესში. დამუშავება უნდა აკმაყოფილებდეს ასეთი მონაცემების დაცვის ძირითად კომპონენტებს, კერძოდ, მოთხოვნებს დამოუკიდებელი ზედამხედველობისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებათა პატივისცემის შესახებ.ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის მე-8 მუხლი არა მხოლოდ განამტკიცებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას, არამედ განსაზღვრავს მასთან დაკავშირებულ ძირითად ღირებულებებსაც. ქარტიის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება უნდა იყოს სამართლიანი, ხორციელდებოდეს კონკრეტული მიზნებით, შესაბამისი პირის თანხმობით ან ლეგიტიმური საფუძვლით, რომელსაც ადგენს კანონმდებლობა. ადამიანებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ თავიანთ პერსონალურ მონაცემებზე და ჰქონდეთ მათი გასწორების შესაძლებლობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებასთან შესაბამისობას კი აკონტროლებდეს დამოუკიდებელი ორგანო. ეს უფლება აქტუალურია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ნებისმიერი შემთხვევისას. ამრიგად, იგი უფრო ფართოა, ვიდრე პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თითოეული ოპერაცია სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ეს ეხება ყველა სახის პერსონალურ მონაცემს და დამუშავებას, პირად ცხოვრებასთან კავშირის ან მასზე გავლენის მიუხედავად. პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლოა არღვევდეს პირადი ცხოვრების უფლებასაც, თუმცა, ამ უფლების დარღვევის დემონსტრირება არ არის საჭირო მონაცემთა დაცვის წესების ასამოქმედებლად. ისევე როგორც რეალურ სამყაროში, ვირტუალურ სივრცეშიც ადამიანებს აქვთ  უფლებები და მოვალეობები. როდესაც ინტერნეტ მომხმარებელი რეგისტრირდება ვებგვერდზე, იძენს პროდუქტს ან იღებს გარკვეულ მომსახურებას, ის სამართლებრივ ურთიერთობაში შედის ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელთან და აქვს საშუალება, იზრუნოს საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვაზე და პირადი ინფორმაციის გამჟღავნების ან უკანონო დამუშავების შემთხვევაში, გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები დარღვეული უფლებების აღსადგენად.  ნებისმიერი პირი , რომელიც სარგებლობს ინტერნეტით , მათ შორის ვებგვერდის ავტორიზებული / არაავტორიზებული მომხმარებელ ი , ინტერნეტ მომსახურების მიმღები ( აბონენტი ) , პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით წარმოადგენ ს მონაცემთა სუბიექტს და მა სზე ვრცელდება აღნიშნული კანონის მე - 4 თავით გათვალისწინებული უფლებები . მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ინტერნერტში განხორციელებული თითოეული მოქმედება ტოვებს კომპიუტერული მონაცემების  კვალს. მაგალითად, ვებგვერდზე ვიზიტი, ონლაინ რეგისტრაცია, გაზიარებული ფოტო, ინტერნეტ შესყიდვა და სხვა მრავალი აქტივობა ყოველთვის ფიქსირდება და აღირიცხება. ინტერნეტ მომხმარებელთა მხრიდან ამ გარემოების გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რადგან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია (მომხმარებლის ინფორმირების გარეშე) შესაძლებელია, სხვა მიზნითაც იქნას გამოყენებული  ინტერნეტ მომსახურების გამწევის მიერ. ინტერნეტ სივრცეში არაინფორმირებულმა და გაუაზრებელმა ქმედებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მომხმარებლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ხოლო, ინტერნეტ მომხმარებლის მხრიდან გამოჩენილი ყურადღება და სიფრთხილე მნიშვნელოვნად ამცირებს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებულ საფრთხეს. სათანადო უსაფრთხოების ზომების გატარებითა და დაცული ტექნოლოგიური საშუალებებით შესაძლებელია პერსონალური მონაცემების უკანანო გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება. 

                                                                  

                                         Qselnet კომპიუტერული და აიტი მომსახურება საიტების დამზადება მონაცემების შეცვლა მონაცემების დაცვა კიბერ უსაფრთხოება ქსელის გაყვანა ვინდოუსის ინსტალაცია კომპიუტერული და აიტი მომსახურება ვინდოუსის გადაყენება. ვინდოუსის ინსტალაცია. ვინდოუსის ჩაწერა. ვინდოუსის დაყენება. ვინდოუსის ჩატვირთვა. აიტი მომსახურება. აიტი სერვისი. კომპიუტერული სერვისი. აიტი აუთსორსინგი. კომპიუტერული მომსახურება. windousis dayeneba. windousis gadayeneba. windousis instalacia. windousis chacera. kompiuteruli da it momsaxureba. kompiuteruli servisi. it servisi. it outsourcing. kompiuteruli momsaxureba. it momsaxureba. internet momsaxureba. kompiuteris masteri. computer and it support and services. it service. computer services. საიტების დამზადება. საიტების გაკეთება. საიტების დიზაინი. საიტების აწყობა. საიტების აშენება. saitebis damzadeba. saitebis gaketeba. saitebis dizaini. saitebis acyoba. saitebis asheneba.

უკან გვერდზე

თქვენი IP მისამართი